ბავშვებო, აუცილებლად ნახეთ ფილმი, რომელიც ილიას "კაცია-ადაიანის?!" მიხედვითაა გადაღებული.იგი მოთხრობის გაგებაში დაგეხმარებათ.
31 янв. 2012 г.
30 янв. 2012 г.
კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი-გოდერძი ჩოხელი
ამჯერად ერთი გაკვეთილი გოდერძი ჩოხელს მივუძღვენით. ბავშვები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას, წაიკითხეს მისი ნაწარმოებები, დაწერეს შთაბეჭდილებები, მოამზადეს კედლის გაზეთები და პრეზენტაციები კომპიუტერის გამოყენებით.ვნახეთ გოდერძი ჩოხელის ფილმი "ლუკას სახარება".ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს დიდებული მწერალი და, იმედი მაქვს, ყოველთვის მისი მკითხველი იქნებიან.
11 янв. 2012 г.
კონცერტი კლასელებისათვის
თემურ შვანგირაძე ძალიან ნიჭიერი ბავშვია:კარგად სწავლობს, ცეკვავს, მღერის, უკრავს.ახალი წლის წინ, ბოლო სასწავლო დღეს, იგი სკოლაში გიტარით მოვიდა და საკლასო კონცერტი გავმართეთ.თემურმა არაჩვეულებრივად იმღერა ქართული და ინგლისური სიმღერები გიტარის თანხლებით და ასე მოგვილოცა ახალი წლის მოსვლა, სხვებსაც ასწავლა გიტარაზე დაკვრა. იმ დღეს ყველამ დიდი სიამოვნება მივიღეთ.

კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი
ჩვენი მორიგი კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი ალ.დიუმას მივუძღვენით. მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ "სამი მუშკეტერი" და გაეკეთებინათ პრეზენტაცია მათთვის სასურველი ფორმით. მუშაობა შესაძლებელი ინდივიდუალურადაც და წყვილებშიც.ბავშვებმა ძალიან დიდი ინტერესითა და მონდომებით იმუშავეს და მშვენიერი პრეზენტაციები მოამზადეს.ზოგმა შთაბეჭდილებე დაწერა, ზოგმა პოსტერი გააკეთა, ზოგმა-წიგნის რეკლამა,ზოგმა-კოკოქსები;ზოგმა ინტერენეტით მოიძია დამატებითი მასალა მწერლისა და განსახილველი წიგნის შესახებ.მოსწავლეთა მიერ მომზადებულ მასალას საკლასო ოთახში ერთი კუთხე დავუთმეთ.გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.










