RSS

15 июн. 2013 г.

ჩვენ და ეკოლოგია

გეოგრაფიის ერთი გაკვეთილის თემა იყო ეკოლოგიური პრობლემები ჩვენ ირგვლივ.მასწავლებელი,ქ-ნი ეთერ ფურცხვანიძე,და მოსწავლეები გაკვეთილისთვის საგანგებოდ მოემზადნენ.ჯგუფებმა სხვადასხვა პრობლემაზე იმუშავეს, შეისწავლეს საკითხი,მოიძიეს სათანადო დამატებითი მასალა.პრეზენტაციის დროს გამოიყენეს მათ მიერ გადაღებული ფოტოები,საინტერესო პოსტერები. დასასრულ მოსწავლეებს მიმართა სკოლის დირექტორმა,ქ-ნმა ს.სარალიძემ.გაკვეთილი მეტად საინტერესო გამოვიდა.





13 мар. 2013 г.

მასლენიცა მე-8 კლასში

მოგეხსენებათ, მასლენიცა სლავების სახალხო დღესასწაულია,რომელიც აღინიშნება დიდი მარხვის წინა კვირას.იგი უკავშირდება ზამთრის გაცილებასა და გაზაფხულის შეგებებას.ამ დღესასწაულთან დაკავშირებით რუსული ენის მასწავლებელმა,მაია გოცირიძემ,ჩაატარა ღია გაკვეთილი.მოსწავლეებმა რუსულ ენაზე ისაუბრეს მასლენიცასთან დაკავშირებული ტრადიციის შესახებ,წარმოადგინეს ინტერნეტით მოძიებული სათანადო მასალა,კედლის გაზეთები და სხვა.აღინიშნა,რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით,მასლენიცას არსი პატიება და მოყვასთან შერიგებაა.რაც მთავარია,მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად შეეცადნენ, შეექმნათ გაკვეთილის თემის შესაფერისი გარემო.მატრიოშკებით და სამოვრით საგანგებოდ მორთულ მაგიდებთან მსხდომმა ჯგუფებმა დამსწრეთ მოუთხრეს მასლენიცას მთავარი ტრადიციული ატრიბუტის-ბლინის მნიშვნელობის შესახებ,წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული ნაირ-ნაირი  ძალიან გემრიელი (როგორც შემდეგ აღმოჩნდა) ბლინი.გაკვეთილმა,მართლაც, შეუქმნა სადღესასწაულო განწყობა,როგორც მოსწავლეებს,ასევე სტუმრებს.
                                         ჯგუფები გაკვეთილისთვის ემზადებიან

             


დაგემოვნების დროც დადგა


გაკვეთილის დასრულების შემდეგ

                                                     მაია მასწავლებელთან ერთად

29 нояб. 2012 г.

15 мар. 2012 г.

მოსწავლეთა მიერ მომზადებული მასალები

ნინო ბაკურაძე (მე-7 კლასი)

ლუარსაბი და დარეჯანი
ლუარსაბ თათქარიძე და ტარტარენ ტარასკონელი

გიორგი სოფრომაძე (მე-7 კლასი)
შერლოკ ჰოლმსი

9 февр. 2012 г.