RSS

13 мар. 2013 г.

მასლენიცა მე-8 კლასში

მოგეხსენებათ, მასლენიცა სლავების სახალხო დღესასწაულია,რომელიც აღინიშნება დიდი მარხვის წინა კვირას.იგი უკავშირდება ზამთრის გაცილებასა და გაზაფხულის შეგებებას.ამ დღესასწაულთან დაკავშირებით რუსული ენის მასწავლებელმა,მაია გოცირიძემ,ჩაატარა ღია გაკვეთილი.მოსწავლეებმა რუსულ ენაზე ისაუბრეს მასლენიცასთან დაკავშირებული ტრადიციის შესახებ,წარმოადგინეს ინტერნეტით მოძიებული სათანადო მასალა,კედლის გაზეთები და სხვა.აღინიშნა,რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით,მასლენიცას არსი პატიება და მოყვასთან შერიგებაა.რაც მთავარია,მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად შეეცადნენ, შეექმნათ გაკვეთილის თემის შესაფერისი გარემო.მატრიოშკებით და სამოვრით საგანგებოდ მორთულ მაგიდებთან მსხდომმა ჯგუფებმა დამსწრეთ მოუთხრეს მასლენიცას მთავარი ტრადიციული ატრიბუტის-ბლინის მნიშვნელობის შესახებ,წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული ნაირ-ნაირი  ძალიან გემრიელი (როგორც შემდეგ აღმოჩნდა) ბლინი.გაკვეთილმა,მართლაც, შეუქმნა სადღესასწაულო განწყობა,როგორც მოსწავლეებს,ასევე სტუმრებს.
                                         ჯგუფები გაკვეთილისთვის ემზადებიან

             


დაგემოვნების დროც დადგა


გაკვეთილის დასრულების შემდეგ

                                                     მაია მასწავლებელთან ერთად

0 коммент.:

Отправить комментарий