9 ოქტომბერს ჩვენი სკოლის დირექტორის,დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის, დაბადების დღეა. ამ დღეს მე-2 სკოლის მეხუთეკლასელები მიდიან ამ დიდი მოამაგის საფლავზე, რომელიც ქუთაისი მწვანეყვავილას პანთეონში მდებარეობს.წელს ჩვენც წავედით. ლექსები ვთქვით,ეკლესიაში სანთლები ავანთეთ.სხვა ცნობილი ადამიანების საფლაფებიც ვნახეთ.ბუნების სილამაზემ მოგვხიბლა. რა ლამაზად მოჩანდა ბაგრატის ტაძარი და ჭომა!ჩიტებიც საოცრად ჭიჭკიკებდნენ.ძალიან ლამაზი დღე იყო!..
0 коммент.:
Отправить комментарий