RSS

24 апр. 2010 г.

ექსკურსია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში

"ამ დღეს მოუთმენლად ველოდით: ნინო მასწავლებელი დაგვპირდა, რომ მუზეუმში წაგვიყვანდა. იმ დღეს მოულოდნელად წვიმა წამოვიდა, აცივდა კიდეც, მაგრამ რას დავეძებდით! უნდა წავსულიყავით!ფეხით გავუდექით გზას. ძველი ქუთაისის განახლებულ ქუჩებში გავიარეთ.ვჩქარობდით, მაგრამ ერთ კაფესთან შეჩერება მაინც მოგვიხდა...დიდხანს არ შევჩერებულვართ  და აი, დავით აღმაშენებლის ძეგლი და იქვე- მუზეუმი.ვიცოდი, რომ იქ საინტერესო რამეებს ვნახავდით, მაგრამ იქ საოცრებები ვიხილეთ:უძველესი ნივთები, ულამაზესი სამკაულები, ძვირფასი თოფ-იარაღი და , რაც მთავარია, "ოქროს ფონდი"-გასაოცარი ხატები! ჩვენს გაოკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.სუარათების გადაღება არ შეიძლებაო,-გვითხრეს, თორემ ყველას ვაჩვენებდი ჩვენს სიმდიდრეს.ეს რა განძი გვქონია! რა დიდოსტატები ყოფილან ჩვენი წინაპრები! ნეტავ ეს განძი ყველამ ნახოს, რათა ვიამაყოთ იმით, რომ ქართველები ვართ!"


აი,მოსწავლეთა შთაბეჭდილებები:

0 коммент.:

Отправить комментарий