RSS

24 апр. 2010 г.

პირველი "გამოცდა"


I ტრიმესტრის ბოლოს ბავშვები ძალიან ნერვიულობდნენ: შემაჯამებელი წერა უნდა ჩაატრებულიყო ქართულ ენასა და ლიტერატურასა და მათემატიკაში. იმეორებდნენ,ფუსფუსებდნენ, რჩევას გვეკითხებოდნენ. შედეგი სასიამოვნო აღმოჩნდა: კლასის საშუალო მჩვენებელი მაღალია. ეს ძალიან გვახარებს მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც. უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს:თამუნა კამკამიძემ,ომარ კენჭოშვილმა,ანი გობრონიძემ,ლინა კვიცარიძემ, ნიკა ბეჟუაშვილმა,ქეთი იმედაძემ,ვახო ოჩიგავამ,ანანო ქარსელაძემ,საბა ჯინჯიხაძემ და სხვებმა.

0 коммент.:

Отправить комментарий