სიმართლე უნდა ვთქვათ: რუსულის სწავლა ცოტათი უჭირთ, მაგრამ ცეკვა და სიმღერა უყვართ, ამიტომ მასწავლებელმა, ქ-ნმა ც. ჯიშკარიანმა გადაწყვიტა, სახალისო გაკვეთილი ჩაეტარებინა რუსულ ენაში. 3 ივნისს ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ. საგანგებოდ გამოპრანჭულებმა დამსწრე მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე რუსულ ენაზე თქვეს ლექსები, სცენა გაითამაშეს, იმღერეს, იცეკვეს. მათ მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია: დამსწრეთა ტაშიც დაიმსახურეს. მშვენიერი გაკვეთილი იყო...
0 коммент.:
Отправить комментарий