5 июн. 2010 г.
ბავშვებო, გირჩევთ!
ბავშვებო, ახლოვდება ზაფხულის არდადეგები. თქვენ ბევრი თავისუფალი დრო გექნებათ და გამოიყენეთ ეს დრო ცოდნის შესაძენად. წიგნების გარდა, იკითხეთ საბავშვო ჟურნალებიც.ქართულ ენაზე გამოდის ახალი ლამაზი და საინტერესო საბავშვო ჟურნალი “Junior საქართველო”,რომელიც ცნობილი ფრანგული ჟურნალის "Junior (Science&Vie)" ქართული ვერსიაა. მასში ყოველთვიურად გაეცნობით საინტერესო სტატიებს მეცნიერების,ტექნიკის, მუსიკის, კომპიუტერული თამაშების, კინოს უახლესი ამბების შესახებ. გაიგებთ, როგორ შენდებოდა პირამიდები და არის თუ არა სიცოცხლე მარსზე, როგორ შეიქმნა ინტერნეტი, ვინ გამოიგონა პირველი რობოტი, მობილური ტელეფონი ა.შ. “Junior საქართველოს” ნომრებში შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა თამაშში და შანსი გექნებათ, მოიგოთ პრიზები! წელს კონკურსში "JUNIOR-ის საზაფხულო სკოლა" მთელი საქართველოს მასშტაბით 100-მდე 11-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლე მონაწილეობდა. მოზარდებს 3-3 სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ესსე უნდა წარმოედგინათ ინგლისური, ფრანგული ან გერმანული ენებიდან ერთ-ერთ ენაზე. სამივე ენაში თითო გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც 2 კვირით შესაბამისი ქვეყნის ენის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან. შესანიშნავი საჩუქარია!ამიტომ გირჩევთ, იკითხოთ ეს ჟურნალი და გაიმარჯვოთ.სად იშოვოთ "Junior"-ი? ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში არის და შეგიძლიათ, გაიტანოთ. იმედი მაქვს, ამ ზაფხულს არ იზარმაცებთ,ბავშვებო, პირობას შეასრულებთ და ბევრს ი-კით-ხავთ!
0 коммент.:
Отправить комментарий