RSS

5 дек. 2010 г.

კლასგერეშე კითხვის გაკვეთილი

იიმ  დღეს განსაკუთრებული ინტერესით  ელოდნენ ბავშვები ქართული ლიტერატურის გაკვეთილს. კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი გვქონდა, მოსწავლეებს "გლახის ნაამბობი" უნდა წაეკითხათ, თუნდაც ღამე კითხვაში გაეთიათ.დავპირდი, რომ,თუ უმრავლესობა შეასრულებდა დავალებას, მაშინ გაკვეთილზე ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ფილმს ვაჩვენებდი.ამან ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.ბევრმა წაიკითხა და მეც პირობა შევასრულე. გაბრწყინებული თვალებით გატაცებით უყურებდნენ ეკრანზე გაცოცხლებულ სახეებს. ზოგს ყველაფერი სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი, ზოგმა მოთხრობის ის ეპიზოდები გამოარჩია,რომლებიც ფილმში ვერ ნახა,ყველას განსაკუთრებული ინტერესი სკოლაში შესწავლილმა მონაკვეთმა გამოიწვია.ისაუბრეს თავიანთ შთაბეჭდილებებზე, ყველაზე საინტერესო ეპიზოდებზე, ამოიწერეს ბრძნული გამონათქვამები და ა.შ. ვფიქრობ, დიდი მწერლის ეს მოთხრობა ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ.

0 коммент.:

Отправить комментарий