RSS

1 мая 2010 г.

ქართული ენის გაკვეთილი და კომპიუტერი

ჩემს მოსწავლეებს რომ ჰკითხოთ, ქართულ ენის ერთ_ერთი ყველაზე საინტერესო გაკვეთილი იყო "რიცხვითი სახელის რაობა და ჯგუფები". გაკვეთილიც ახსოვთ და ახსნილი მასალაც  მშვენივრად იციან.ამის მიზეზი ისაა, რომ ამ გაკვეთილზე  გამოვიყენეთ  საპრეზენტაციო მასალა სლაიდების გამოყენებით. ბევრი ვიშრომე, ძალიან ვეცადე, ბავშვებს ანიმაციის საშუალებით თვალსაჩინოდ დაენახათ,როგორ მიიღება სხვადასხვა ჯგუფის რიცხვითი სახელი, საგანგებოდ შერჩეული სავარჯიშოების შესრულების შემდეგ თვითონ გამოეტანათ დასკვნები... გაკვეთილი სახალისოც იყო, ბავშვები გაფაციცებული ასრულებდნენ  დავალებებს. მგონი, ტყუილად არ ვიშრომე. მიხარია, რომ ბავშვებს ეს გაკვეთილი  დაამახსოვრდათ.

0 коммент.:

Отправить комментарий