20 мая 2010 г.
კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი
წიგნების კითხვა მაინც ეზარებათ...მულტფილმების ყურება ან კომპიუტერული თამაშები ურჩევნიათ. არადა, ამას უფროსები რომ ვერ შევეგუებით!.. ჩემს მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ, თვეში ერთჯერ კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი ჩავატაროთ. ამჯერად უნდა წაეკითხათ ნ. დუმბაძის "ჰელადოს". გაკვეთილი რომ საინტერესო ყოფილიყო, გამოვიყენეთ კადრები ამ მოთხრობის მიხედვით შექმნილი ფილმიდან. ბავშვებმა გადმოსცეს ეპიზოდები მოთხრობიდან, დაახასიათეს პერსონაჟები, გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები, კითხვები დასვეს,ერთმანეთს შეადარეს თავიანთ წარმოსახვაში შექმნილი სახეები და ეკრანზე ნანახი....ფილმმა და სოხუმის კადრებმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
0 коммент.:
Отправить комментарий