RSS

2 сент. 2010 г.

ახლი სასწავლო წელი იწყება!

როგორც ყველაფერს ამქვეყანაზე, არდადეგებსაც აქვს დასასრული. გვინდა თუ არ გვინდა, ჩემო ძვირფასო ბავშვებო, 15 სექტემბერს სწავლას უნდა შევუდგეთ. დასვენება ვის არ უყვარს, მაგრამ სწავლა ხომ აუცილებელია! თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მომენატრეთ. ალბათ, გაიზარდეთ, დაჭკვიანდით, კიდევ უფრო გალამაზდით.  იმედი მაქვს, მასწავლებლების რჩევა გაითვალისწინეთ და  წიგნების კითხვისთვისაც მოიცალეთ.ხომ გახსოვთ, ჩანაწერები უნდა გაგეკეთებინათ... აბა, მოემზადეთ, გამოიპრანჭეთ, სასწავლო ნივთები  შეიძინეთ, განეწყვეთ ბეჯითი მუშაობისათვის! 15 სექტემბერს კი თქვენი სკოლა ერთგულად და დიდი სიყვარულით გელოდებათ!  წინ საინტერესო სასწავლო წელი გველის!

0 коммент.:

Отправить комментарий