7 окт. 2010 г.
მადლობა მშობლებს
გასულ ზაფხულს ომარიკო კენჭოშვილი, როგორც წარჩინებული მოსწავლე, შემოქმედ ნიჭიერ ახალგაზრდათა რესპუბლიკურმა ფედერაციამ დააჯილდოვა. მან ათი დაუვიწყარი დღე გაატარა სურამში, საზაფხულო ბანაკში. იმ დღეებს ომარიკო დიდი სიამოვნებით იხსენებს. ახლახან სკოლაში ბარათი მოვიდა, რომელშიც ფედერაციის ხელმძღვანელი, ქ-ნი ქ.ჩხეიძე, მადლობას უხდის სკოლას და მშობლებს საუკეთესო მოსწავლის აღზრდისათვის. შემდგომშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებ ომარიკოს!
0 коммент.:
Отправить комментарий