12 окт. 2010 г.
სპორტის მუზეუმში
ქუთაისში უამრავი სპორტსმენია აღზრდილი, რომლებმაც მსოფლიო ასპარეზზე ასახელეს ჩვენი ქვეყანა. მათი ცხოვრების შესახებ ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს მოსწავლეებმა ქუთაისის სპორტის მუზეუმში.ნახეს დაფნის გვირგვინები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის მედლები, სუვენირები,სპორტსმენთა კუთვნილი ნივთები, ფოტოები. ჩვენი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ძველ ფოტოებს შორის ერთ-ერთზე 1914 წელს ჩვენი სკოლის შენობა ვიცანით, რომლის ეზოშიც "შევარდნის" წევრები ვარჯიშობდნენ. ექსკურსიამძღოლიც ოცხელის სკოლის აღზრდილი აღმოჩნდა.ამან კიდევ უფრო გაგვახარა.ბავშვებმა ყველაფერი ინტერესით დაათვალიერეს და, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, კმაყოფილებმა დატოვეს მუზეუმის დარბაზი.
0 коммент.:
Отправить комментарий